რაჭა 5 ნოემბერი 2023
ექსკურსიის
მიზანი:
საქართველოს ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების
მონახულება-დათვალიერება. ( რაჭა-ტყიბული,
შაორის წყალსაცავი, ბარაკონის ღვთიშობლის ეკლესია და ნიკორწმინდის ტაძარი)
ექსკურსიის
ლოკაცია: ბათუმი-ტყიბული-ამბროლაურის
რაიონი-ბათუმი
დაგეგმილი
აქტივობები: ნიკორწმინდის ტაძრის ეზოში მინი ლიტერატურული წარმოდგენა „რაჭის საერისთავოები“
საქართველოს
ერთ-ერთი უძველესი კუთხის , რაჭის მონახულება ხელს შეუწყობს იმ ცოდნის გაღრმავებას
, რაც მოსწავლეებმა მიიღეს საქართველოს
ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის პერიოდში. მოსწავლეები, ექსკურსიის დროს,
ნახავენ ამბროლაურის რაიონში მდებარე X
საუკუნის ბოლოს რაჭის საერისთავოს შექმნის შემდეგ , ერთიანი ფეოდალური საქართველოს
პირველი მეფის ბაგრატ III-ის ბრძანებით აშენებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს-
ნიკორწმინდას.
ასევე
ძველი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უკანასკნელ მნიშვნელოვან ძეგლს
ისის ამბროლაურის რაიონში -ბარაკონის
ეკლესიას სოფელ ნესთან. ბარაკონი
მდებარეობს მდინარეების ლუხუნისა და რიონის შესართავთან., რის გამოც მას
სვეტიცხოველს ადარებენ.
მოვინახულებთ
ასევე უდიდეს წყალსაცავს რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში- შაორის ტბას. რომელიც მდებარეობს რაჭის
ქედის ჩრდ. კალთაზე შაორის ქვაბულში. შექმნილია მიწაყრილის კაშხალით, რომელიც
აგუბებს მდინარე შაორს. შაორის წყალსაცავიგადაჭიმულია სამხრეთ-დასავლთიდან
ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ.
სიგრძე-7,1 კმ-ია,
უდიდესი
სიგანე-2,7კმ
სიღრმე-14,5მ.
ფართობი-9,2
კმ2
წყლის
მოცულობა-90,6 მლნ.მ3
საზრდოობს
შენაკადებითა და ნალექებითრომელიც მის ზედაპირზე მოდის(წელიწადში 1500მმ)
აღნიშნული
ღონისძიება მოსწავლეებში განამტკიცებს სამშობლოს სიყვარულს. უკეთ დააინტერესებს
მისი წარსულისა და მომავლის შესწავლის საკითხში და წინ წამოწევს პატრიოტულ
გრძნობებს. წიგნში წაკითხულს ხომ საკუთარი თვალით დანახული სჯობს და მიეცემა მას
ამის საშუალება, შეადარებს ერთმანეთს და მომავალში შეუქმნის მოტივაციას უკეთ
შეისწავლოს სხვა კუთხეებიც, გაუჩნდეს სურვილი საკუთარი თვალით ნახოს და
განამტკიცოს წიგნიდან მიღებული ცოდნა. უკეთ ეცოდინება, სად წავიდეს და რა ნახოს.
დაინტერესდება მშობლიური ისტორიით, სხვადასხვა კუთხის ტრადიციებითა და ცხოვრების
წესის შესწავლით.
ექსკურსიის
თარიღი 511.2023წ.
Комментариев нет:
Отправить комментарий