სვანეთი 25-26.06.2023

ს ვ ა ნ ე თ ი 

25-26 ივნისი 2023 წელი

ექსკურსიის მიზანი:  საქართველოს  ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულება-დათვალიერება. (  ენგურჰესის კაშხალის, მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის, მიხეილ ხერგიანის მუზეუმის, მარგიანის მუზეუმის და უშგულის, ლამარიის ტაძრის)

ექსკურსიის ლოკაცია:  ბათუმი-ენგური-მესტია-უშბა-ბათუმი

დაგეგმილი აქტივობები:   ლამარიის სამონასტრო კომპლექსის ეზოში მინი ლიტერატურული წარმოდგენა  საქართველოს 5 უდიდესი მწვერვალი“

საქართველოს ერთ-ერთი უძველესი კუთხის , სვანეთის მონახულება ხელს შეუწყობს იმ ცოდნის გაღრმავებას ,  რაც მოსწავლეებმა მიიღეს საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის შესწავლის პერიოდში. მოსწავლეები, ექსკურსიის დროს, ნახავენ ევროპაში სიდიდით მე-3 ადგილზე მყოფი ენგურჰესის კაშხალს. შემდეგ გაეცნობიან ამ მაღალმთიანი რეგიონის ღირშესანიშნაობებს. ადგილზე ნახავენ სვანურ კოშკებსა და მაჩუბებს,   მესტიის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმს,  რომელიც მრავალფეროვან ექსპოზიციას მოიცავს, სადაც წარმოდგენილია სვანეთის ეთნოკულტურული მემკვიდრეობა , ქართული ჭედური ხელოვნებისა და ხატწერის უნიკალური ნიმუშები, უძველესი ხელნაწერები და ასე შემდეგ.

მოინახულებენ, მსოფლიოში ცნობილი მთამსვლელის, კლდის ვეფხვად წოდებულ ,მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმს, რომელიც მის საკუთარ სახლშია მოწყობილი. ნახავენ მიხეილ ხერგიანის პირად ნივთებს: სამოსი, ალპინისტური, აღჭურვილობა, ფოტოები, ჯილდოები, საჩუქრები-მოისმენენ ვლ. ვისოცკის სიმღერის ჩანაწერს, რომელიც მიუძღვნა ხერგიანს , და სხვა.

ასევე მოინახულებენ ევროპაში ყველაზე მაღლა მდებარე დასახლებულ პუნქტს უშგულს. გზადაგზა ნახავენ სხვადასხვა დროს აშენებულ დროს აშენებულ ტაძრებს , გაეცნობიან მის მრავალფეროვნებას.

  აღნიშნული ღონისძიება მოსწავლეებში განამტკიცებს სამშობლოს სიყვარულს. უკეთ დააინტერესებს მისი წარსულისა და მომავლის შესწავლის საკითხში და წინ წამოწევს პატრიოტულ გრძნობებს. წიგნში წაკითხულს ხომ საკუთარი თვალით დანახული სჯობს დამიეცემა მას ამის საშუალება, შეადარებს ერთმანეთს და მომავალში შეუქმნის მოტივაციას უკეთ შეისწავლოს სხვა კუთხეებიც, გაუჩნდეს სურვილი საკუთარი თვალით ნახოს და განამტკიცოს წიგნიდან მიღებული ცოდნა. უკეთ ეცოდინება, სად წავიდეს და რა ნახოს. დაინტერესდება მშობლიური ისტორიით, სხვადასხვა კუთხის ტრადიციებითა და ცხოვრების წესის შესწავლით.

ექsკურსიის თარიღი     25-26.06.2023წ.

სვანეთისკენ ჰერი,ჰერი




























ენგურჰესი- დღე 1









































უშგული- დღე 1
















































































სიყვარულის კოშკი- დღე 1

























ღამის მესტია






























ჩვენი ეზო- (მესტია, ფალიანის 10)





























































მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი- დღე მე-2






































ჰაწვალის საბაგირო- დღე მე-2


























































ჰეშკილის კოშკები- დღე მე-2





























































Комментариев нет:

Отправить комментарий