ყველა მშობელმა უნდა იცოდეს!!!
მონტესორის მცნებები - ყველა მშობელისთვის გასათვალისწინებელი.
1. თუ ბავშვს ხშირად აკრიტიკებენ - ის სწავლობს სხვათა განკითხვას.
2. თუ ბავშვს ხშირად აქებენ - ის სწავლობს შეფასებას.
3. თუ ბავშვის თვალწინ ხშირია მტრული გარემო - ის სწავლობს ჩხუბს.
4. თუ ბავშვთან მართალნი არიან - ის სწავლობს სამართლიანობას.
5. თუ ბავშვს ხშირად დასცინიან - ის მხდალი გაიზრდება.
6. თუ ბავშვი ცხოვრობს გარემოში, სადაც თავს დაცულად გრძნობს - შემდგომში მას მეტი ნდობა და რწმენა ექნება.
7. თუ ბავშვს ხშირად არცხვენენ - ის სწავლობს, რომ გამუდმებით დამნაშავედ იგრძნოს თავი.
8. თუ ბავშვს ხშირად უწონებენ საქციელს - ის სწავლობს, საკუთარი თავისადმი უკეთესი დამოკიდებულება ჰქონდეს.
9. თუ ბავშვთან ხშირად არიან გულისხმიერნი - ის სწავლობს, იყოს მომთმენი.
10. თუ ბავშვს ხშირად წაახალისებენ - ის თავდაჯერებულობას იძენს.
11. თუ ბავშვი მეგობრულ გარემოში ცხოვრობს და გრძნობს საკუთარ საჭიროებას - ის სწავლობს ამ სამყაროში სიყვარულის პოვნას.
12. ბავშვებს ასწავლის ის გარემო, რაც მათ მოიცავს.
13. პატივი ეცით ბავშვს, რომელმაც შეცდომა დაუშვა და შეძლებს ახლა ან ცოტა მოგვიანებით მის გამოსწორებას.
14. არ ილაპარაკოთ ცუდად ბავშვზე - არც მისი თანდასწრებით და არც მის გარეშე.
15. ეცადეთ, ბავშვში ყოველივე კარგი განავითაროთ, ისე, რომ საბოლოოდ ცუდისთვის ადგილი არ დარჩეს.
16. ყოველთვის მოუსმინეთ და უპასუხეთ ბავშვს, რომელიც თქვენ მოგმართავთ.
17. მზად იყავით ბავშვის დასახმარებლად, რომელიც რაღაცას ეძებს.
18. დაეხმარეთ ბავშვს იმის ათვისებაში, რაც მანამდე ვერ აითვისა. ეს გააკეთეთ ზრუნვით, მოთმინებით, სიმშვიდით და სიყვარულით.
19. ბავშვთან ურთიერთობისას ყოველთვის დაიცავით კარგი მანერები - მას შესთავაზეთ
საუკეთესო, რაც თვით თქვენშია.
10 რჩევა მშობელთათვის
ანტუან ეგზიუპერი
1. ნუ ელოდებით, რომ თქვენი შვილი თქვენნაირი ან თქვენ რომ გსურთ, ისეთიიქნება. ხელი შეუწყვეთ, რომ დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბდეს.
2. ნუ მოითხოვთ სამაგიეროს შვილისგან იმისათვის, რაც მისთვისგაგიკეთებიათ. თქვენ მას სიცოცხლე აჩუქეთ, როგორ უნდა გადაგიხადოთშვილმა მადლობა? ის სხვას აჩუქებს სიცოცხლეს, სხვა კიდევ სხვას და ა.შ. ესმადლიერების შეუქცევადი კანონია.
3.თუ გსურთ, სიბერე არ გაგიმწარდეთ, წყენას შვილზე ნურასდროსგადმოანთხევთ, ანუ რასაც დასთესთ, იმას მოიმკით.
4.მის პრობლემებს ქედმაღლურად ნუ შეხვდებით. ცხოვრებას ყველა საკუთარიძალების შესაბამისად უძლებს. იცოდეთ, მისთვის ცხოვრების ტვირთიშეიძლება გაცილებით მძიმეა, ვიდრე თქვენთვის, რადგან მას ნაკლებიგამოცდილება აქვს.
5.არ დაამციროთ!
6. ნუ დაიტანჯავთ თავს, თუ შვილისათვის რაიმეს გაკეთება არ შეგიძლიათ.სინდისმა მაშინ უნდა შეგაწუხოთ, თუ შეგიძლიათ და არ აკეთებთ.
7.თუ შვილისათვის ყველაფერს არ გაიღებთ, ეს ნიშნავს, რომ არასაკმარისადგაგიღიათ.
8.შვილი ტირანი არ არის, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ეუფლება. ისძვირფასი ფილაა, რომელიც ცხოვრებამ შესანახად, გასაფრთხილებლად და მასშიშემოქმედებითი ცეცხლის გასაღვივებლად მოგაბარათ.
9.უნდა შეგეძლოთ სხვისი შვილის სიყვარული. არასდროს გაუკეთოთ სხვას ის,რაც არ გინდათ, რომ თქვენს შვილს გაუკეთონ.
10. გიყვარდეთ საკუთარი შვილი, როგორიც უნდა იყოს იგი- უნიჭო, უიღბლო,ზრდასრული. იხარეთ მასთან ურთიერთობით, რადგან ბავშვი დღესასწაულია,რომელიც ჯერჯერობით თქვენთან არის.
Комментариев нет:
Отправить комментарий