სამეგრელო 26.06.2023



ექსკურსია სამეგრელოში
26.06.2022

ექსკურსიის მიზანი:  საქართველოს  ისტორიული და ბუნებრივი ძეგლების მონახულება-დათვალიერება. (  სამეგრელო-ხობის ღვთისშობლის ტაძარი-დადიანების სასახლე-ნოქალაქევი-სალხინო, დადიანების რეზიდენცია -მაცხოვრის აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი)

ექსკურსიის ლოკაცია:  ბათუმი-ხობი-ზუგდიდი-სენაკი-ფოთი-ბათუმი


ხობის მონასტერი

-აგებულია XIII-XIV სუკუნეებში, ტაძრის აშენება უკავშირდება გუბაზ მეფის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფისა და ცოტნე დადიანის სახელებს. აკაკი წერეთელმა ხობის მონასტერს მიუძღვნა პოემა „ნათელა“.

ტაძარი შემკულია ჩუქურთმებითა და ფრესკებით. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე აქ იყო დასვენებული ღვთისმშობლის კვართი, წმ.გიორგის ბარძაყი, წმ.მარინეს მკლავი, წმ.კვირიკეს ხელის მტევანი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და სხვა სიწმინდეები. მონასტერი არქიტექტურულ კომპლექს წარმოადგენს, რომელშიც შედის ტაძარი, სასახლე, სამრეკვლო, გალავანი და სხვა ნაგებობათა ნაშთები. შუა საუკუნეებში ხობის მონასტერი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის რეზიდენციას წარმოადგენდა.

დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი –

 ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი დადიანისეულ ორ სასახლეში ზუგდიდში. მუზეუმი დაარსდა 1921 წლის აპრილში სამეგრელოს მთავრის დავით ლევანის ძე დადიანის ძველ ნივთთა საცავ-საგანძურისა და სამეგრელოს ეკლესია-მონასტრებიდან გადმოტანილ ქართულ სიძველეთა ბაზაზე. მას თავდაპირველად „სამეგრელოს მუზეუმი“, შემდგომ – „ზუგდიდის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული“, 2005 წელს კი „დადიანების სასახლეთა სახელმწიფო ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი“ ეწოდა[1]. მის ფონდებში დაცულია 50 000-მდე ექსპონატი, ეროვნული (ბრინჯაოს ხანიდან მოყოლებული XIX საუკუნის დასასრულის დადიანების მემორიალური ნივთებით დამთავრებული) და ევროპული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

მუზეუმში გამოფენილია ამ მხარის არქეოლოგიური (პალეოლითისნეოლითისა და ბრინჯაოს ხანის ნივთები) და ეთნოგრაფიული (სასოფლო-სამეურნეო იარაღი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, საცხოვრებელ ნაგებობათა – „ფაცხა“, „ჯარგვალი“, „ოდა“ – და სხვა ნიმუშები) მასალა. წარმოდგენილია ფეოდალური ხანის საქართველოს ისტორიის ამსახველი ექსპონატები. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და მისი ოჯახის წევრთა პირადი ნივთები.

ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმში ინახება მსოფლიო მნიშვნელობის სამუზეუმო ექსპონატები და რელიგიური სიწმინდეები. მუზეუმის გარშემო მდებარეობს სამეგრელოს მთავარ დადიანთა მიერ გაშენებული ტყე-პარკი 67 ჰექტარზე, სადაც ხარობს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი უნიკალური და მრავალწლიანი ხეები და ბუჩქები.

დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი სამეგრელოს სასახლე-კომპლექსშია (დედოფლის სასახლე, ნიკოსეული სასახლე, მთავრისეული ტაძარი და სასახლესთან არსებული დეკორატიული ბაღი) მოთავსებული.

დედოფლისეული სასახლე XIX საუკუნის 60-იან წლებშია გადაკეთებული გერმანელი არქიტექტორის რაისის მიერ. მანამდე ის სამეგრელოს მთავრის დავითის დის, პუპის სასახლე იყო. რაისმა II სართულს თაღები დააშენა და ფართო ფლიგელები მიუშენა. ნიკოსეული სასახლე XIX ს-ის 80-იან წლებშია აგებული რუსი არქიტექტორის ლეონიდ ვასილიევის მიერ. რეზიდენცია ორსართულიანია, ამშვენებს ქვის აივანი და საქართველოში ყველაზე დიდი სამეჯლისო დარბაზი.




ამ ადგილას უწინ მნიშვნელოვანი ქართული ქალაქი მდებარეობდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები მას მოიხსენიებდნენ როგორც არქეოპოლისს, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხე) უწოდებენ. ისტორიული წყაროების თანახმად, ააგო ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხე-ქალაქის აგება განპირობებული იყო სტრატეგიული მოსაზრებით და მოსახლეობის სიმრავლით. ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. ბიზანტიასა და სპარსეთის იმპერიებს შორის ლაზური ომები (542-562) სწორედ ამ ქალაქის მიდამოებში მიმდინარეობდა. აქ მოხდა არქეოპოლისის ბრძოლა. ომის დროს სპარსელებმა ციხეგოჯზე იერიში სამჯერ მიიტანეს და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება (554), თუმცა ქალაქი მცირე ხანში ისევ ჩაუვარდა ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. გამუდმებული ნგრევისა და გაპარტახების შედეგად ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა ხელმეორე აყვავება (შედარებით) ჰპოვა XVI საუკუნეში, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.







ფოთის საკათედრო ტაძარი

1895 წლის 17 ივნისს რუსეთის იმპერატორმა ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს ნება დართო, შექმნილიყო ფოთის საკათედრო ტაძრის მშენებლობის განსაკუთრებული კომიტეტი, რომლის ხელმძღვანელობა დაევალა ნიკო ნიკოლაძეს, რომელსაც განუზრახავს ქართული არქიტექტურული სტილის ტაძრის აგება, სათანადო პროექტიც შექმნილა, მაგრამ როგორც ირკვევა იგი რუსულმა მმართველობამ დაიწუნა, შემდგომ კი არქიტექტორების ზელენკოსა და მარფელდის მიერ შემუშავებულ იქნა ახალი პროექტი კონსტანტინეპოლში არსებული წმ. სოფიას ტაძრის მიხედვით. იგი წარმოადგენდა თითქმის მის ზუსტ ასლს, შემცირებული მასშტაბით. ტაძარი 2000 მლოცველზე იყო გათვალისწინებული.

1906 წლის 14 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) ტაძრის საძირკველი საზეიმო ვითარებაში აკურთხა.

1907 წლის 22 მაისს, ტაძრის გუმბათზე ჯვარი აღუმართავთ. მისი მშენებლობა მიმდინარეობდა რვა თვის განმავლობაში – საკათედრო ტაძარს სამი ტრაპეზი ჰქონია, კანკელის ხატების ავტორია რუსეთის საიმპერატორო აკადემიის მხატვარი დუმიტრაშკო, რომელიც დასრულებულია 1908 წელს. კანკელის ჩრდილოეთის მხარის ხატები შესრულებული იყო ბერძნულ-ბიზანტიურ, სამხრეთი –ქართულ-ბიზანტიურ, ხოლო საშუალო რუსულ-ბიზანტიურ სტილში. ამ ხატებს შორის ორი წმ. ნინოსი და წმ. მეფე დავით აღმაშენებლისა იყო. 1932 წელს ქალაქ ფოთის კომუნისტურმა ხელისუფლებამ საკათედრო ტაძრის თეატრად გადაკეთების გადაწყვეტილება მიიღო. დროთა განმავლობაში რამდენიმეჯერ მოხდა შენობის რეკონსტრუქცია რის შედეგადაც მისი იერსახე საკმაოდ შეილახა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს ეკლესიასა და თეატრის დასს შორის დავა დიდ ხანს გრძელდებოდა, საბოლოოდ კი ფოთის საკრებულოს გადაწყვეტილებით შენობა ეკლესიას გადასცეს.

2005 წლის ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტაძრის გასაღები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია II-ს გადასცა.


სამეგრელო






ხობის ღვთიშობლის 
მიძინების ტაძარი









ზუგდიდი,
 დადიანების სასახლე











































მაცხოვრის აღდგომის სახელობის 
ფოთის საკათედრო ტაძარი












ნოქალაქევი














Комментариев нет:

Отправить комментарий