სსიპ ქალაქ
ბათუმის N10 საჯარო სკოლის
VIII 1კლასის დამრიგებლის ნატალია თავართქილაძის
სადამრიგებლო პროგრამა
2022-2023 სასწავლი წელი
სსიპ
ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლის 8 1კლასში ირიცხება 29 მოსწავლე-16 გოგონა და 13 ვაჟი.
2021-22
სასწ/წელს კლასი იმუშავებს შემდეგი მიმართულებებით:
ü სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება
ü მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი
განვითარებისთვის სრულყოფილი და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
ü სამოქალაქო აქტივობისა და საზოგადოებრივი
პასუხისმგებლობის(სამართლიანობა, ტოლერანტობა, პატრიოტიზმი, ჯანსაღი ცხოვრების წესის)ჩამოყალიბება.
ü წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების
დონის ამაღლება
ü მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესება.
ü თანამშრომლობა საგნის
მასწავლებლებთან მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების ამაღლების მიზნით.
მშობელთა კრებები
# |
მიზანი |
დრო |
1 |
სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ახალი სასკოლო სასწავლო გეგმის და
ესგ-თი გათვალისწინებული ცვლილებების გაცნობა. მოსწავლეებისთვის
სახელმძღვანელოების გადაცემა. |
სექტემბერი |
2 |
მოსწავლეთა მიღწევებისა და პრობლემების გაცნობა, მათი გადაჭრის
გზების შეთავაზება, კლასის მიღწევების გაცნობა. |
პირველი სემესტრის ბოლოს. |
3 |
მოსწავლეთა დაგვიანების, აკადემიური მოსწრების ინფორმირება. |
მეორე სემესტრი |
4 |
სასწავლო წლის შეჯამება |
სასწავლო წლის ბოლო |
სადამრიგებლო საათის გეგმა
1 სემესტრი
მიმართულება - პიროვნული,
მორალური და სოციალური განვითარება.
N |
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
დრო |
მასწავლებელი |
1 |
დღის რეჟიმი, მისი ორგანიზება |
2 |
22. IX 29.IX |
ნ.თავართქილაძე |
3 |
ჩაცმის სტილი-ჩვენი იმიჯი |
2 |
6. X 13. X |
ნ.თავართქილაძე |
4 |
რას ნიშნავს ვიყო მოზარდი-თინეიჯერი? |
2 |
20. X 27. X |
ნ.თავართქილაძე |
5 |
ფიზიოლოგიური ცვლილებები-ჰიგიენა |
2 |
3. XI 10. XI |
ნ.თავართქილაძე |
6 |
მინდა ვიყო პოპულარული |
2 |
17.XI 24.XI |
ნ.თავართქილაძე |
7 |
არა ძალადობას |
2 |
1.XII 8.XII |
ნ.თავართქილაძე |
2 სემესტრი
№ |
თემები |
შეხვედრების რაოდენობა |
დრო |
მასწავლებელი |
1 |
მიმბაძებლობა- კუმირები
და თაყვანისმცემლები |
2 |
26.I 22. II |
ნ.თავართქილაძე |
3 |
მომხიბვლელობა |
2 |
9.II 16.II |
ნ.თავართქილაძე |
4 |
კონფორმიზმი |
2 |
23.II 2.III |
ნ.თავართქილაძე |
5 |
ლიდერობა |
2 |
9. III 23. III |
ნ.თავართქილაძე |
6 |
ხასიათის სიმტკიცე |
2 |
23. III 6. IV |
ნ.თავართქილაძე |
7 |
ბუნებრივი კატასტროფების
რისკის შემცირება |
2 |
13. IV 20. IV |
ნ.თავართქილაძე |
8 |
მიმბაძებლობა- კუმირები
და თაყვანისმცემლები |
2 |
4.V 11. V |
ნ.თავართქილაძე |
9 |
მომხიბვლელობა |
2 |
25.V 8.VI |
ნ.თავართქილაძე |
დანართი N1
კლასის დამრიგებლის მუშაობის მიზანი
დამრიგებელი მოსწავლის მრჩევლად მოიაზრება. მისი მუშაობა დაემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს შეუწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, მათ ჩაბმას სხვადასხვა კლუბსა თუ წრეში; ასევე, ხელს შეუწყობს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, განუვითარებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებასა და დაეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
კლასის დამრიგებლის მოვალეობები:
დამრიგებელს ევალება:
· მოსწავლისა და მის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლისათვის (შემდგომში
მშობელი) მათი უფლებებისა და მოვალეობების (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის
კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.) გაცნობა;
· სადამრიგებლო ე.წ. „კლასის საათის“, საჭიროებისამებრ (თვეში მინიმუმ ორჯერ), ჩატარება;
· მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სასკოლო გარემოში
წამოჭრილი სხვა პრობლემის გადაჭრაში;
· მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის
შუამავლობა პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
· მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა თვეში
მინიმუმ ერთხელ; ასევე, მოსწავლის მშობლის დაინტერესების შემთხვევაში, მასთან
შეხვედრა და მისი შვილის აკადემიური მოსწრების, ქცევისა და გაცდენების შესახებ
ინფორმაციის მიწოდება;
· სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვის
ყოველდღიური შემოწმება;
· სასწავლო წლის დასაწყისშივე მოსწავლისა და მისი მშობლების ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შემთხვევაში მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
· სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
· იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლის ნიშნები საშუალოზე
დაბალია, მოსწავლისა და მშობლის
გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სასწავლო წლის ბოლომდე
(ან მომდევნო სასწავლო წელს) აუცილებელია მნიშვნელოვანი პროგრესის
მიღწევა, რათა მოსწავლემ შეძლოს საფეხურის წარმატებით დაძლევა;
· ინდივიდუალური შეხვედრების დროს მშობლებს
მიაწოდოს შვილის აკადემიური მოსწრების და ყოფაქცევის შესახებ
ინფორმაცია (დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით
საუბარი);
· მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის
შემთხვევაში, გაიგოს გაცდენის მიზეზი აღნიშნულ საკითხთან
დაკავშირებით აცნობოსს სკოლის დირექციას და შეასრულოს სხვა ვალდებულებები;
· პერიოდულად მოითხოვოს
ინფორმაცია საგნის მასწავლებლებისაგან სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების აკადემიური მოსწრების, პიროვნული პრობლემებისა თუ ზოგადი წარმატებების შესახებ.
· სასწავლო წლის დასრულებისას აკეთებს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მოსწრების, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზს, რის საფუძველზეც ადგენს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათებას, რომელშიც აღწერს:
ა)
მოსწავლის ძლიერ მხარეებს, მის წარმატებებს, როგორც აკადემიური, ისე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მონაწილეობას წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებაში.
ბ)
მოსწავლის აკადემიური, ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის.
დამრიგებლის სააღმზრდელო მუშაობა
ემყარება შემდეგ პრინციპებს:
1. აღზრდის მთლიანობა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართულია პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი პრინციპი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;
2.შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა - ყველა ბავშვი უნიკალურია. ისინი დაჯილდოებულნი არიან განსხვავებული ნიჭითა და შესაძლებლობებით. შესაბამისად, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;
3. მოსწავლეთა ჩართულობა - ეს პრინციპი ხელს უწყობს მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარებას. დამრიგებელს მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად, საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მონაწილეობა მიიღონ აქტივობების
(სასკოლო ოლიმპიადები, ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და
ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელი მაქსიმალურად გაითვალისწინებს მოსწავლეთა
ინტერესებს. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ისეთ უნარ-ჩვევებს, რომლებიც
დაეხმარება მათ დამოუკიდებლად მოაგვარონ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეები და ხელს
შეუწყობს თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებაში;
4. თანამშრომლობის პრინციპი -
დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან ეფუძნება თანამშრომლობას, პატივისცემასა
და ნდობას. დამრიგებლის მუშაობის მიზანია კლასში თანამშრომლობითი გარემოს შექმნა.
5.მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა.
6. მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -
დამრიგებელი მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალებას მისცემს მოსწავლეებს მიიღონ მონაწილეობა
აქტივობების (ღონისძიებები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვა.) დაგეგმვასა და ამ
დროს წამოჭრილი პრობლემების მოგავრებაში. დამრიგებელი მაქსიმალურად უნდა
ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ინტერესებს.
რეკომენდაცია სადამრიგებლო საათის პროგრამის
განხორციელების შესახებ
სადამრიგებლო საათი ხელს უწყობს მოსწავლეების სოციალურ და პიროვნულ განვითარებას, აყალიბებს ნდობისა და პატივისცემის ატმოსფეროს, რაც წარმოადგენს მოსწავლეებსა და მასწავლებელ-დამრიგებელს შორის პოზიტიური ურთიერთობების საფუძველს.
დამრიგებლები,
კლასის საჭიროებებიდან გამომდინარე, წინასწარ გეგმავენ შეხვედრებსა და
ღონისძიებებს.
დამრიგებლის
კლასთან მუშაობა წარიმართება შემდეგი ფორმით:
· საუბრები მოსწავლეებთან, დისკუსიები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით,
ვიქტორინების, ღონისძიებების, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ
ადამიანებთან, საზოგადო მოღვაწეებთან და მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე,
სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან თუ სხვადასხვა ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან შეხვედრების მოწყობა;
· მოსწავლეთა მშობლებთან, საგნის პედაგოგებთან აქტიური თანამშრომლობა, სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებასთან (მაგ.: ბიბლიოთეკებთან, მუზეუმებთან და სხვ.) ურთიერთობის დამყარების ხელშეწყობა.
სადამრიგებლო საათის ფარგლებში
განსახილველი საკითხები მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:
1. პიროვნული და მორალური განვითარება - მე -
პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან,
ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი და ა.შ;
2. გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება - გარემოს
მნიშვნელობის გაცნობა, გარემოსა და ბუნების დაცვა და ა.შ;
3.
ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია - პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, ჯანსაღი
საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების
საფრთხე და ა.შ;
4. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ - პატრიოტული ცნობიერება -
ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი
პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები და
ა.შ;
5. თვალსაწიერის
გაფართოება - ხელოვნების, ლიტერატურის, ტექნოლოგიური და სამეცნიერო
მიღწევების მნიშვნელობა და ა.შ;
6. მეწარმეობის
უნარის განვითარება - ასაკის შესაბამისი ბიზნეს უნარების განვითარება და ა.შ.
№ |
ჩასატარებელი ღონისძიებები |
შესრულების დრო |
შემსრულებელი |
1 |
კლასის ყველა მოსწავლის სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა |
სწავლის დაწყებამდე ერთი კვირის განმავლობაში |
სკოლის დირექცია და დამრიგებელი |
2 |
თვითმმართველობის არჩევა |
სექტემბერი |
დამრიგებელი |
3 |
მოვალეობების გადანაწილება მოსწავლეთა შორის |
სექტემბერი |
დამრიგებელი |
4 |
მშობელთა კრებების ორგანიზება |
საჭიროების შემთხვევაში |
დამრიგებელი |
5 |
ქცევის კოდექსისა
და სკოლის შინაგანაწესის გაცნობა |
სექტემბერი |
დამრიგებელი |
6 |
ურთიერთობების წესების შემუშავება |
სექტემბერი |
მთელი კლასი |
7 |
კლასის დოკუმენტაციის მოწესრიგება |
სისტემატიურად |
დამრიგებელი |
8 |
კლასის კრებების ორგანიზება |
საჭიროების შემთხვევაში |
დამრიგებელი |
9 |
გაცდენების კონტროლი, მიზეზების დადგენა |
სისტემატიურად |
დამრიგებელი |
10 |
სისტემატიური ურთიერთობა სხვადასხვა საგნის
მასწავლებელთან მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებასა თუ ქცევაზე |
წლის განმავლობაში |
დამრიგებელი |
10 |
მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი და
მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებისათვის ზრუნვა |
სისტემატიურად |
დამრიგებელი |
11 |
სასწავლო ნივთების ტარებაზე კონტროლი |
სისტემატიურად |
დამრიგებელი |
12 |
კლასის საათის ორგანიზება |
ყოველი პარასკევი, გაკვეთილების შემდეგ |
დამრიგებელი |
13 |
კლასის საათისათვის განკუთვნილი სავარაუდო
თემების ჩამონათვალი: |
გადანაწილებული მთელი წლის განმავლობაში |
დამრიგებელი |
14 |
სვეტიცხოვლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების-საუბრის ორგანიზება |
14 ოქტომბერი |
დამრიგებელი |
15 |
ლაშქრობა |
დამრიგებელი |
|
15 |
ახალი წლისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება |
დეკემბერი |
დამრიგებელი |
16 |
დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება |
მარტი |
დამრიგებელი |
17 |
შემეცნებითი-გასართობი ღონისძიების ორგანიზება |
აპრილი |
დამრიგებელი |
18 |
შემაჯამებელი საუბარი თემაზე: რა მომცა 2014-2015 სასწ. წელმა |
ივნისი |
დამრიგებელი |
19
|
ორდღიანი ექსკურსიის ორგანიზება
|
ივნისი |
დამრიგებელი |
4. დაიმახსოვრე, მასწავლებლობაში ბედნიერება შრომაშია- იყავი ბედნიერი.
5. იყავი მართალი და პატიოსანი.
6. დააფასე იუმორის გრძნობა.
7. იყავი თავშეკავებული - არ დაკარგო თავმოყვარეობა.
8. ნუ აჩვენებ, იყო უფრო ჭკვიანი, ვიდრე ხარ.
9. გქონდეს შენი მოქალაქეობრივი მრწამსი.
1. გაინტერესებდეს შენი საგანი.
2. იცოდე შენი საგანი.
3. უწყოდე, რა გზით შეიძლება შენთვის ახლის შესწავლა, რამეთუ შესწავლის საუკეთესო საშუალებაა ოდეს თავად აღმოაჩენ.
4. ხედვიდე მოსწავლეთა სახეებზე ფიქრსა მათსა, რასაც ელიან შენგან; პატივ ეც სატკივარსა მათსა, ძალ გედვას მათ ადგილას საკუთარი თავის ხილვისა.
5. არა თაყვანი ეც მწირსა ინფორმაციასა, ესწრაფვიდე დააჩვიო მოწაფე სჯასა, თანმიმდევრულად მუშაობის უნარსა და კეთილ-ჰყავ წესი აზროვნებისა მისისა.
6. დააჩვიე ყმაწვილი მიხვედრასა.
7. დააჩვიე ყმაწვილი მტკიცების წესსა და რიგსა.
8. ჰპოვე ადამიანში ის, რაც საზოგადოა, რაც შეიძლება სხვა ადამიანის ამოხსნაში გამოგადგეს. აღმოაჩინე ზოგადი მეთოდი.
9. არა აუწყო მოწაფესა შენსა საიდუმლო მეცნიერებისა მყისიერად, რათა თავად მოწაფემან გამოიტანოს საიდუმლო იგი, ვიდრე განუმარტავდე შენ,თავად იპოვონ რაც შეიძლება მეტი.
10. კურთხეულ არს მისახვედრი მითითებანი, იძულებით ნუ მოახვევ საკუთარ აზრს
5ა კლასი
#
|
პირობა
|
რეგულა
რულად
|
ხშირად
|
იშვია
თად
|
არასო
დეს
|
1
|
ვზრუნავ ეფექტურ სასწავლო გარემოს
შექმნაზე
|
დიახ
|
|||
2
|
ვაკვირდები მოსწავლეთა აკადემიურ
შეფასებას
|
დიახ
|
|||
3
|
ვაკვირდბი რამდენად იცავენ
მოსწავლეები ქცევის წესებს
|
დიახ
|
|||
4
|
ვიზიარებ მოსწავლეთა შეხედულებებსა
და შენიშვნებს
|
დიახ
|
|||
5
|
ვიკვლევ კლასში შექმნილ პრობლემის
მიზეზებს და ვსახავ გამოსწორების გზებს
|
ხშირად
|
|||
6
|
ვთანამშრომლობ მშობლებთან
|
ხშირად
|
Комментариев нет:
Отправить комментарий