დამრიგებლის მოვალეობა


კარი I.

სწავლა-სწავლების ძირითადი პრინციპები


მუხლი 6. დამრიგებელი

 

1.     საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა იყოს იმავე სკოლის პედაგოგი.

 

11. რეკომენდებულია მცირე კონტინგენტიან სკოლაში ერთ დამრიგებელს ჰყავდეს არანაკლებ 10 მოსწავლისა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ სკოლაში მოსწავლეთა ჯამური რაოდენობა 10 მოსწავლეზე ნაკლებია. დაუშვებელია ერთი კლასის/კლასკომპლექტის მოსწავლეებს ჰყავდეთ სხვადასხვა დამრიგებელი.

 

2.     დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

 

 

 

 

 

დამრიგებლის მოვალეობებია:

 

) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);

 

) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი. სადამრიგებლო საათის მიზანია მოსწავლის კრიტიკული, ანალიტიკური და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება. სადამრიგებლო საათის ფარგლებში დამრიგებელმა ასაკის შესაბამისად უნდა იმუშაოს შემდეგ მიმართულებებზე:

 

.) პიროვნული და მორალური განვითარება;

 

.) გარემოსდაცვითი კულტურის განვითარება;

 

.) მეწარმეობის უნარების განვითარება;

 

.) ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია;

 

.) უსაფრთხოება და ძალადობისგან თავისუფალი სკოლის პოპულარიზაცია;

 

.) მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერების ამაღლება;

 

.) თვალსაწიერის გაფართოება.

 

 

1) ამ პუნქტის ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიმართულებების ფარგლებში დაწყებით კლასებში (I-IV კლასები) არანაკლებ კვირაში ერთხელ ჩაატაროს კითხვის საათი, რომელიც ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

 

1.) კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;

 

1.) წაკითხულის განხილვა-გააზრებით;

 

1.) ანალიზის უნარის განვითარებით;

 

1.) მსჯელობის უნარის განვითარებით;

 

1.) პრეზენტაციის უნარის განვითარებით;

 

1.) შემოქმედებითი უნარების განვითარებით და სხვ.

 

2) (ამოღებულია - 27.10.2015; 145/);

 

3) X კლასში სადამრიგებლო საათის ფარგლებში იმუშაოს ცხოვრების ჯანსაღი წესისა და სამოქალაქო ცნობიერების განვითარების თემატიკაზე.

) დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლემის გადაჭრაში;

 

) იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;

 

 

) რეგულარულად (მინიმუმ თვეში ერთხელ მაინც) მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობელემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი;

 

)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;

 

)  (ამოღებულია - 03.09.2013, 126/);

 

) V-XII კლასებისთვის წელიწადში მინიმუმ ერთხელ (სასწავლო წლის ბოლოს) გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს მოსწავლის ძლიერი მხარეები, მისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებში, სპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებში; დახასიათებაში ასევე  გაანალიზებული უნდა იყოს ყველა ის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვანია (ან არსებითია)  მოსწავლის კოგნიტური (შემეცნებითი), ფიზიკური, ემოციური და სოციალური განვითარებისათვის. ეს ინფორმაცია ყოვეწლიურად უნდა

 

მიეწოდოს მშობელს კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმით (პირადი შეხვედრისას, ელექტრონული ფოსტის საშუალებით და სხვ.).

 

) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ მოსწავლის პირად საქმეში შესატანად.

 

 

 

4.               დამრიგებლის მუშაობა ეყრდნობა შემდეგ პრინციპებს:

 

) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ;

 

) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური  ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა;

 

) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება - დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;

 

) თანამშრომლობის პრინციპი დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.

 

) საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო) და საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული შესაბამისი მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.



დამრიგებლის ფუნქციები

(ამონარიდი  ესგ-დან)

მუხლი 6. დამრიგებელი
1.საჯარო სკოლაში ყველა კლასს უნდა ჰყავდეს დამრიგებელი. დამრიგებელი უნდა ასწავლიდეს  თავის სადამრიგებლო კლასს.
2.დამრიგებლის მუშაობის მიზანია, დაეხმაროს მოსწავლეებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში, პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში; დამრიგებელი ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უნდა უვითარებდეს მათ დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარებოდეს მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.
3.დამრიგებლის მოვალეობებია:
ა) გააცნოს მოსწავლესა და მის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს (შემდგომში მშობელი) მათი უფლებები და მოვალეობები (სკოლის შინაგანაწესი, მოსწავლის ეთიკის კოდექსი, სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისი საკითხები და სხვ.);
ბ) რეგულარულად ჩაატაროს სადამრიგებლო საათი (დაწყებით და საბაზო საფეხურზე);
გ) დაეხმაროს მოსწავლს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი სხვადასხვა პრობლმის გადაჭრაში;
დ) იყოს შუამავალი მოსწავლმშობლსა და მასწავლებეს შორის პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში;
ე) რეგულარულად მიაწოდოს მშობელს ინფორმაცია მოსწავლის აკადემიური მიღწევის, დისციპლინის, პიროვნული პრობლემებისა თუ წარმატებების შესახებ. დაუშვებელია ერთი მოსწავლის დისციპლინისა და აკადემიური მიღწევის შესახებ  სხვისი თანდასწრებით  საუბარი;
ვ)  საჭიროების შემთხვევაში, შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
ზ)  გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
თ)  გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანალიზი მასწავლებლებისგან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება. დახასიათებაში აღწერილი უნდა იყოს ოსწავლის ძლიერი მხარეებიმისი წარმატებები როგორც აკადემიური, ასევე სოციალური ურთიერთობების თვალსაზრისით, მოსწავლის მონაწილეობა წრეებშისპორტულ შეჯიბრებებსა თუ სხვა სახის ღონისძიებებშიმოსწავლის აკადემიურიფიზიკურიემოციური და სოციალური განვითარებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებირომელთა გათვალისწინებაც სასარგებლო იქნებოდა მოსწავლისათვის;
ი) მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, დამრიგებელმა უნდა მოამზადოს ინფორმაცია მისი აკადემიური მიღწევისა და გაკვეთილებზე  დასწრების შესახებ.
4.დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობა  შემდეგ პრინციპებს:
ა) სრულფასოვანი აღზრდა - სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი განვითარებისაკენ;
ბ) მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენა - დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის შინაგანი ძალების ამოქმედება და მათი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო  პირობების შექმნა;
გ) მოსწავლეებში პასუხისმგებლობისა და ვალდებულების გრძნობის განვითარება -დამრიგებელმა  მოსწავლეთა ჩართულობის ხელშესაწყობად საშუალება უნდა მისცეს მათ მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. დამრიგებელმა მაქსიმალურად უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ინტერესები;
დ) თანამშრომლობის პრინციპი  დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას.
საჯარო სკოლის დამრიგებელმა მუშაობის პროცესში უნდა გამოიყენოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში  - სამინისტრო), საჯარო სამართლის იურიდიული პირის  -ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) და საჯარო სამართლის იურიდიული პირის  - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ შემუშავებული და/ან რეკომენდებული მეთოდური სახელმძღვანელოები და გზამკვლევები.
   
 პროგრამის mizania ჯანსაღი, ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე პიროვნების აღზრდა, სასწავლო პროცესის მართვა, მოსწავლეთა აკადემიური მოსწრების მონიტორინგი, მშობლისათვის მოსწავლეთა შედეგების გაცნობა. პროგრამა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, უვითარებს მას ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას, ეხმარება მოსწავლეს ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.
დამრიგებლის მიერ პროგრამის ბოლოს მისაღწევი შედეგები-ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების იდეალების მიღწევა, მასზე ორიენტირება
კლასთან მუშაობის ფორმები: საუბრები, დისკუსიები, ვიქტორინები, ექსკურსიები, ლაშქრობები, ღონისძიებები, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები
სადამრიგებლო საათის მიმართულებები:
1. პიროვნული და მორალური განვითარება
პიროვნული და ჯგუფის შიგნით ურთიერთობების დადგენა, მათი გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით; მოსწავლეთა ინტერესთა გამოკვეთა და ინტელექტის ტიპის დადგენა(გარდნერის მიხედვით)
მორალური განვითარების დონის განსაზღვრა(კოლბერგის მიხედვით);
ტოლერანტობის, მოქალაქეობრივი შეგნების, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბება;

2. გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი
ცხოვრების ჯანსაღი წესისა და  გარემოს დაცვისთვის ზრუნვის გამომუშავება;
მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლება;
3. უსაფრთხოება და პატრიოტული სულისკვეთების გამომუშავება:
საკუთარი ქვეყნის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა, მათ მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ჩამოყალიბება;
4. ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება;
ხელოვნების ინტელექტუალური და ესთეტიკური მნიშვნელობის წარმოჩენა, ემოციური ინტელექტის განვითარება;
საჭირო რესურსი: მოსწავლეთა ეთიკის კოდექსი, სკოლის შინაგანაწესი, ეროვნული სასწავლო გეგმა, კლასგარეშე საბავშვო მწერლობის ნიმუშები შერჩევით, ანიმაციური ფილმები, ქართული თუ უცხოური ფილმები, კომპიუტერი, პროექტორი;







დამრიგებლის მოვალეობები

დამრიგებელი არის სასწავლო-სააღმზრდელო მუშაობის ორგანიზების პირველი რგოლი. მისი მუშაობა ემყარება ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და ხელს უწყობს მოსწავლეებში გონებრივი და ფიზიკური უნარების განვითარებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, მოსწავლეს უვითარებს სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

სადამრიგებლო პროგრამა ერთვის სასკოლო სასწავლო გეგმას და მისი განუყოფელი ნაწილია. პროგრამის ამოცანაა საგანმანათლებლო პროცესის ცენტრში დააყენოს თითოეული მოსწავლე, მოსწავლის ფიზიკური, აკადემიური და ფსიქიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით განუვითაროს მათ ზოგადი და სასწავლო უნარები. დაუმკვიდროს აღსაზრდელს თვითშეფასების უნარი და აქედან გამომდინარე საკუთარი ძალების რწმენა.

სადამრიგებლო პროგრამა მოიცავს როგორც სავალდებულო საორგანიზაციო აქტივობებს, ასევე შემოქმედებით ღონისძიებებს. ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად, პროგრამით გათვალისწინებული მშობელთა კრებები ორიენტირებულია მშობელთა სასწავლო პროცესთან დაახლოებასა და მასში ჩართვაზე. კლასის საათი მიმართულია მოსწავლის ქცევის კულტურის ამაღლებაზე. მათი დისციპლინის გაუმჯობესებისთვის ზრუნვაზე. ექსკურსიები, სასკოლო ღონისძიებებში მონაწილეობა, ვიზიტები თეატრებსა და მუზეუმებში ემსახურება მოსწავლის ფიზიკურ, ემოციურ და სოციალურ განვითარებას.

სკოლა-ლიცეუმში თითოეულ კლასს ჰყავს დამრიგებელი, რომელსაც ამტკიცებს სკოლის დირექტორი სასწავლო წლის დასაწყისში, პიროვნული თვისებების, პროფესიული დონისა და ღირსებების გათვალისწინებით. მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა კლასში მეგობრული ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება.

დამრიგებლის მუშაობის მიზანია:

დაეხმაროს მოსწავლეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში;
დაეხმაროს მოსწავლეს პიროვნული, ზნეობრივი, გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების განვითარებაში;
განუვითაროს მოსწავლეს სამოქალაქო ცნობიერება;
დაეხმაროს საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე საკუთარი უფლება-მოვალეობების გააზრებაში.

კლასის დამრიგებელს ევალება:
სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთათვის მოსწავლის ქცევის კოდექსის გაცნობა-განხილვა;
ჟურნალისა და სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება;
გაკვეთილების დაწყებამდე 15 წუთით ადრე სკოლაში გამოცხადება;
დაეხმაროს მოსწავლეს აკადემიური თუ სასკოლო გარემოში წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაში;
სადამრიგებლო პორტფოლიოს წარმოება;
სასწავლო წლის დასაწყისში მოსწავლეებსა და მშობლებს გააცნოს სკოლის მიერ შემუშავებული შეფასების პრინციპი;
სასწავლო წლის დასაწყსშივე მოსწავლისა და მისი მშობლის ინფორმირება მოსწავლის მიერ გაკვეთილების გაცდენის შედეგად მოსალოდნელი სავარაუდო შედეგების შესახებ;
მშობლებისათვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა ხდება მშობელთა კრებზე, რომელიც წელიწადში მინიმუმ ხუთჯერ ტარდება;
საჭიროების შემთხვევაში შეხვდეს დაინტერესებულ მშობელს და მიაწოდოს მას მოსწავლესთან და სკოლაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული ინფორმაცია;
გაიგოს მოსწავლის მიერ სკოლის გაცდენის მიზეზი;
გააკეთოს სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის აკადემიური მიღწევის, გაკვეთილებზე დასწრებისა და ქცევის ანადიზი მასწავლებლებისგან მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე და დაწეროს თითოეული მოსწავლის მოკლე დახასიათება;
მოსწავლისათვის აკადემიური თუ სხვა პრობლემის გადაჭრაში დახმარების გაწევა;
სემსეტრის/წლის ბოლოს თავისი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების ნიშნების დროულად და ზუსტად შეტანა სასკოლო ჟურნალში/პირად საქმეში;
სემესტრის ბოლოს მოსწავლის აკადემიური მოსწრების, დასწრების და ქცევის დახასიათება-ანალიზი;
• "კლასის საათის" ჩატარება კვირაში ერთხელ, სათანადო დოკუმენტაციის სადამრიგებლო პორტფოლიოში დართვით;
სადამრიგებლო კლასის მოსწავლის სხვა სკოლაში გადასვლის შემთხვევაში, მისი მიმღები სკოლისათვის მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და გაკვეთილებზე დასწრების შესახებ ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
მოსწავლეთა ოჯახური მდგომარეობის შესწავლა;
მშობლებთან თანამშრომლობა;
სკოლის ფსიქოლოგთან ერთად მოსწავლეების განვითარებაზე თვალის დევნება და სათანადო აღმზრდელობითი და დისციპლინარული ღოსნისძიებების გატარება;
განსაკუთრებული სირთულის აღმზრდელობით და სადისციპლინო პრობლემების არსებობის შემთხვევაში კორექციული და პრევენციული ზომების მიღება. პრობლემის გადაუჭრელობის შემთხვევაში დირექციის ინფორმირება აღნიშნულის შესახებ;
სასწავლო ოთახის მოწყობა-მოწესრიგებაზე ზრუნვა;
საკლასო, სასკოლო და სასწავლო ღონისძიებების, ექსკურსიების ჩათვლით ორგანიზება-განხრციელება;
დასვენებაზე თვალყური ადევნოს კლასს;
დირექტორის მოადგილეებთან შეთანხმებით გაცდენილი გაკვეთილების ჩანაცვლება;
პედაგოგთან, სართულის მორიგესთან ერთად მეთვალყურეობის გაწევა საკლასო ოთახსა და მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგისა და სისუფთავის დაცვის მიზნით. დამრიგებლის მუშაობა უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს;
სააღმზრდელო მუშაობა მიმართული ენა იყოს მოსწავლის ფიზიკური, სულიერი და სოციალური განვითარებისკენ;
დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლეს შეუქმნას პირობები მისი ნიჭისა და შესაძლებლობების სრული გამოვლენისთვის;
დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა აქტივობაში;
დროულად აცნობოს მოსწავლეებსა და მშობლებს დირექციის გადაწყვეტილებები და სკოლის სიახლეები;
დამრიგებლის ურთიერთობა უნდა ემყარებოდეს თანამშროლობისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპს. დამრიგებელი მშობელს შვილის აკადემიური მოსწრებისა და ყოფა-ქცევის საკითხებს ინდივიდუალური შეხვედრების დროს უნდა აცნობდეს. დაუშვებელია ერთი მოსწავლის ყოფაცქცევისა და აკადემიური მოსწრების შესახებ სხვისი თანდასწრებით საუბარი. დამრიგებელს ეკრძალება საკლასო ჟურნალში არასანქცირებული ჩანაწერის (ნიშნების გადასწორება, ჩამატება, არების დაჯამებისას მონაცემების შეცვლა) გაკეთება.

სკოლა-ლიცეუმის სადამრიგებლო პროგრამის შესაბამისად სადამრიგებლო პორტფოლიოში უნდა ინახებოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

მოსწავლეთა დემოგრაფიული მონაცემები;
მშობელთა კრებების ამსახველი დოკუმენტები (ოქმები);
• "დამრიგებლის საათის" ამსახველი დოკუმენტაცია (ოქმები);
სასკოლო/საკლასო ღონისძიებების ამსახველი დოკუმენტაცია (ოქმები, ფოტო, ვიდეომასალა და სხვა);

კლასის დამრიგებლის კრიტერიუმები:

გააჩნია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები;
ქმნის სწავლისთვის ხელისშემწყობ პირობებს;
ზრუნავს კლასის წარმატებაზე;
აკონტროლებს კლასის ყოველდღიურ დისციპლინას;
პატივისცემით სარგებლობს მოსწავლეებში;
აქტიურად თანამშრომლობს მშობლებთან;
ითვალისწინებს მოსწავლეთა ასაკობრივ და ინდივიდუალურ თავისებურებებს;
სისტემატურად აწვდის ინფორმაციას დირექციას კლასის წარმატებებისა და პრობლემების შესახებ;
ქმნის მეგობრულ გარემოს.





კლასის დამრიგებლის მშობელთან 

ინდივიდუალური შეხვედრის მოკლე აღწერა


შეხვედრის თარიღი ____________________ კლასი ____________________
დამრიგებელი _______________________ მშობელი ____________________

შეხვედრის თემა და მიზანი

----------------------------------------------------------------------------------------------

----------------------------------------------------------------------------------------------
----------------------------------------------------------------------------------------------
_______________________________________________________
მშობლის კომენტარები განხილულ საკითხთან დაკავშირებით
_______________________________________________________




_______________________________________________________

კლასის დამრიგებლის კომენტარები განხილულ საკითხთან დაკავშირებით
_______________________________________________________





_______________________________________________________



ვეთანხმები _________ არ ვეთანხმები _______________

(
იმ შემთხვევაში, თუ მშობელი არ ეთანხმება კლასის დამრიგებლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, შენიშვნებს, მოსაზრებებს, აქვე დააფიქსოროს საკუთარი არგუმენტი, თუ რა მოსაზრებით არ ეთანხმება) 
-------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------

მშობლის ხელმოწერა: _________________________ 

მშობელთა კრების ამსახველი ოქმი

__________
წლის ____________ (თვე, რიცხვი) `კავკასიის აკადემიაში~ _________ კლასში ჩატარდა მშობელთა კრება. კლასში მოსწავლეთა საერთო რაოდენობაა _____________, კრებას ესწრებოდა___________________ მშობელი.

დღის წესრიგი:

1.

2.
3.
4.
5.

მოისმინეს:

-----------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------

აზრი გამოთქვა:

დაადგინეს:______________________________________________________

მოისმინეს:

აზრი გამოთქვა:

დაადგინეს:______________________________________________________

რეკომენდაციები სადამრიგებლო საათის ~ განხორციელებისთვის

სადამრიგებლო საათი არის დამრიგებლის უშუალო ურთიერთობების დრო თავის აღსაზრდელებთან.დამრიგებლის კლასთან მუშაობა, სასურველია, შემდეგი ფორმით მიმდინარეობდეს: მოსწავლეებთან საუბრები, კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით დისკუსიები, ექსკურსიებისა და ლაშქრობების ორგანიზება, ცნობილ ადამიანებებთან და მოსწავლეთა საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სპეციალისტთან თუ ორგანიზაციის წარმომადგენლებთან შეხვედრის მოწყობა.

დამრიგებლებმა ყველაზე უკეთ იციან კლასის საჭიროებანი და სწორედ აქედან გამომდინარე, გეგმავენ შეხვედრებსა და ღონისძიებებს.

სადამრიგებლო საათის თემები სასურველია, მოიცავდეს შემდეგ მიმართულებებს:


1.
პიროვნული და მორალური განვითარება მე პიროვნება, სოციუმი ჩემს გარშემო, ურთიერთობა თანატოლებთან და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადასაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი. თანამშრომლობის მნიშვნელობა, ცნება `თანაკლასელი~; ურთიერთობისას და სწავლის პროცესში წამოჭრილი სირთულეები და მათი მოგვარების გზები; კონფლიქტების აცილებისა და მოგვარების უნარების განვითარების აუცილებლობა. თვითრწმენა საკუთარ თავსა და ძალებში დარწმუნება; პატივისცემა საკუთარი თავის, სხვა ადამიანების; როდის ვარღვევთ სხვათა უფლებებს? როდის ირღვევა ჩვენი უფლებები?

2.
გარემოს დაცვითი კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე. გარემოს და ბუნების მოფრთხილება; ჯანსაღი ცხოვრების სტილი რას ნიშნავ სეს?

3.
უსაფრთხოება და მოქალაქეობრივ-პატრიოტული ცნობიერება ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, ჩემი სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;

4.
ინტელექტუალური და ესთეტიკური განვითარება ხელოვნების, ტექნოლოგიური და ინტელექტუალური მიღწევების მნიშვნელობა. სადამრიგებლო საათი შეიძლება ჩატარდეს როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთაც. მაგ: ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას.


სადამრიგებლო საათის სპეციფიკა დაწყებით კლასებში

პირველკლასელებთან შეხვედრა (35-40 წუთი) მრავალფეროვანი დავალებებით, სადისკუსიო თემები და თამაშებით უნდა იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება რეკომენდებულია კვირის ბოლოს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება. დავალებების შერჩევისას გასათვალისწინებელია ჯგუფის სიდიდე. მხოლოდ ერთი სახის აქტივობისაგან შემდგარი შეხვედრა კი, სასურველია, 10-15 წუთი გაგრძელდეს (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა. პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ).

ამასთან, დაწყებით კლასებში დამრიგებელი ვალდებულია კვირაში ერთი საათი სხვადასხვა ლიტერატურის კითხვას დაუთმოს. კითხვის საათი ორიენტირებული იქნება წიგნიერების კომპეტენციის გაძლიერებაზე შემდეგი მეთოდებით:

კითხვის ტექნიკის გაძლიერებით;
წაკითხულის განხილვა-გააზრებით;
ანალიზის უნარის განვითარებით;
მსჯელობის უნარის განვითარებით.


Комментариев нет:

Отправить комментарий