სტუმრად მუზეუმებში

 ექსკურსია

" აჭარის ხარიტონ ახვლედიანის
 სახელობის მუზეუმში"



        2019 წლის 24 დეკემბერს ჩვენი მე-5ა კლასი იმყოფებოდა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუძეუმში, სადაც მოისმინეს საბუნებისმეტყველო განყოფილებაში, პროგრამა " ფრინველთა სამყაროს" შესახებ.პროგრამას უძღვებოდა ქალბატონი შორენა მახარაძე.
          ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია ზოგადად ფრინველების შესახებ. მოისმინეს მითები, რომლებიც ფრენას უკავშირდება.გაეცნენ მუზეუმის ბუნების ექსპოზიციას. ჩაუტარდათლექცია მუზეუმში დაცულიფრინველების, იშვიათი, გამქრალი და გადაშენების პირას მყოფი ფაუნის სახეობებზე.წითელიწიგნისა და ფრინველთა დაცვის საკითხებზე.
          ლექციის ბოლოს ქალბატონმა შორენამ დასვა შეკითხვები მიღებული ინფორმაციის ირგვლივ, რაზეც ბავშვებმა ამომწურავი პასუხი გასცეს და შექებაც დაიმსახურეს. შემდეგ კი ბავშვებს მისცეს უფლება დაეთვალიერებინათ მუზეუმის სხვა განყოფილებებიც. ბავშვებმა გამოთქვეს სურვილი სურვილი მომავლისთვის კვლავ ვეწვიოთ მუზეუმს და მოვუსმინოთ სხვა პროგრამებსაც...



 














































































Комментариев нет:

Отправить комментарий